როგორ ვისარგებლო სერვისით?
რა არის და როგორ გამოვიყენო HomePoint.Ge?
HomePoint.Ge არის უძრავი ქონების საიტი, რომელიც გთავაზობთ უძრავი ქონების გაყიდვა-გაქირავებას, თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, როგორიც არის ვირტუალური ტურის გადაღება-განთავსება საიტზე, სადაც მომხმარებელს ვუქმნით გადაადგილების სიმულაციას უძრავ ქონებაში. ნებისიერ მომხმარებელს შეუძლია დაზოგოს დრო და ენარგია, დაათვალიეროს უძრავი ქონების ყველა დეტალი, ნებისმიერი ლოკაციიდან, სახლიდან გაუსვლელად. სერვისი მოიცვს უძრავი ქონების ვირტუალური ტურის, ვირტუალურ ვიდეოსა და ფოტო გადაღებასა, 3D მოდელის შექმნას.
რა ბენეფიტები აქვს ვირტუალურ ტურს?
ვირტუალური ტურები უძრავი ქონების მეპატრონეებსა და აგენტებს/სააგენტოებს სთავაზობს რამდენიმე მნიშვნელოვან ბენეფიტს:
დროის ეკონომია
ვირტუალური ტურები საშუალებას აძლევს პოტენციურ მყიდველებს ან დამქირავებლებს დაათვალიერონ უძრავი ქონების ყველა დეტალი ფიზიკური მისვლის გარეშე. ეს ამცირებს ზედმეტი ვიზიტების რაოდენობას და ზოგავს როგორც მეპატრონეების, ასევე აგენტების დროს.
გადავიწროებული აუდიტორია
ვირტუალური ტურების დახმარებით, მხოლოდ რეალურად დაინტერესებული ადამიანები დაათვალიერებენ უძრავ ქონებას, რადგან მათ უკვე სრულყოფილად ექნებათ დათვალიერებული ძრავი ქონება ონლაინ რეჟიმში.
გლობალური ხელმისაწვდომობა
ეს ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის ქონების ნახვას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ემიგრანტი მყიდველებისა ან უცხოელი ინვესტორებისათვის.
მაღალი ჩართულობა და გადაწყვეტილების მიღების სიმარტივე
ვირტუალური ტური ბევრად უფრო დეტალური და მიმზიდველია, ვიდრე მხოლოდ ფოტოები. ის მომხმარებელს აძლევს შეგრძნებას, თითქოს ობიექტზე იმყოფება, რაც აუმჯობესებს მათ გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
მარკეტინგული უპირატესობა
უძრავი ქონების განცხადება, რომელსაც ვირტუალური ტური აქვს, კონკურენტებისგან მეტად გამორჩეულია და უფრო სწრაფად იპყრობს ყურადღებას.
უძრავი ქონების უკეთესი წარმოდგენა
ვირტუალური ტურები უზრუნველყოფს უძრავი ქონების რეალური განლაგების, ზომისა და დეტალების წარმოჩენას, რაც მხოლოდ ფოტოებისა ან ვიდეოს საშუალებით სირთულეს წარმოადგენს.
კომფორტი პოტენციური მყიდველისთვის
მომხმარებლები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ ყველა დეტალის დათვალიერებას და გაანალიზებას, რაც მათთვის ძალიან მოსახერხებელია.
რა სერვისებს მთავაზობს HomePoint.Ge?
- ვირტუალური ტურის გადაღება/შექმნა
- ვირტუალური ტურის ვიდეო გადაღება/დამონტაჟება
- ფოტოების გადაღება
- უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის შეგროვება/დამუშავება
- HomePoint.ge-ზე განცხადების განთავსება
ვის შეუძლია VR სერვისით სარგებლობა?
- უძრავი ქონების მეპატრონეს
- აგენტს
- სააგენტოს
- დეველოპერულ კომპანიას
რომელ ქალაქშია სერვისი ხელმისაწვდომი?
- თბილისი
- თბილისი შემოგარენი
- ქუთაისი
- ბათუმი
- გორი
- რუსთავი